თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

საეკლესიო მსახურება - აპრილი

2024-04-04

mtavarangelozi.jpg

აპრილიდან ლოცვები დაიწყება 16:00 საათზე

5 აპრილი პარასკევი - 16:00 საათზე ლოცვა

6 აპრილი შაბათი - 09:00 საათზე წმ.იოანე ოქროპირის წირვა

საეკლესიო მსახურება - აპრილი

news poster

აპრილიდან ლოცვები დაიწყება 16:00 საათზე

5 აპრილი პარასკევი - 16:00 საათზე ლოცვა

6 აპრილი შაბათი - 09:00 საათზე წმ.იოანე ოქროპირის წირვა

თბილისის წმ. მთავარანგელოზთა ტაძრის მრევლის საყურადღებოდ!

news poster ვისაც სურვილი გაქვთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე ღამისთევას დაესწროთ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

სიყვარულისათვის - წმ. ეფრემ ასური

news poster "ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს.

სააღდგომოდ - წმიდა იოანე ოქროპირი

news poster რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა.

შვილების მოვალეობანი მშობელთა წინაშე

news poster თუ დავფიქრდებით, რა გააკეთეს ჩვენმა მშობლებმა ჩვენთვის, განგვაცვიფრებს ჩვენი ვალის განუზომლობა (წმ. ამბროსი მედიოლანელი). გაიხსენე, რამდენი რამ გადაუტანიათ შენთვის მშობლებს, როგორი სიფრთხილით გატარებდა მუცლით, როგორი მტანჯველი ტკივილებით გშვა, განგასპეტაკა, ძუძუს გაწოვებდა, შეგმოსა; რამდენი უძილო ღამე გაუტარებია; როგორ დაუცხრომლად შრომობდა მამაშენი, რათა გამოეკვებე: იხარებდე, თუკი შეგიძლია სამაგიერო მიუზღო მშობლებს იმ შრომისათვის, შენთვის რომ გასწიეს.

იესო ქრისტე - კაცობრიობის მხსნელი

news poster მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი). მოგეხსენებათ, რომ ქვეყნიერების დასაბამს, როცა დაბადა ღმერთმა ადამიანი, დაადგინა იგი სამოთხეში, შეამკო სათნოებით და მისცა მას მცნება, რომ არ ეჭამა ნაყოფი ხისგან ცნობისა კეთილისა და ბოროტისა, რომელიც იდგა სამოთხის ბაღის შუაგულში. მაშინ კაცი იყო წმინდა და უბიწო, ცხოვრობდა შვებითა და ღვთის დიდებით, მაგრამ როცა ადამიანმა დაარღვია მცნება ღვთისაგან მოცემული და შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი, მაშინ დაჰკარგა კაცმა ცხოვრება სამოთხისებური და მასთან ერთად უკვდავება ქვეყნიური.

ცოტა რამ იესოს ლოცვის შესახებ

news poster "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" – აი, ესაა "იესოს ლოცვის" სიტყვები. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას: "იესუ, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე" ან "უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე". მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სულ იესოს სახელს იმეორებდა. „იესოს ლოცვას“ გამუდმებით უნდა ამბობდეს მორწმუნე. ამგვარად თუ აღესრულება მოციქულის მოწოდება: „მოუკლებელად ილოცევდით“ (I თეს. 5, 17).

დიდ მარხვაში საკითხავი კანონებისა და დაუჯდომლების სია კვირათა მიხედვით

news poster ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი - ანდრია კრიტელის კანონი(თუკი ტაძარში ვერ დაესწრებით). პარასკევი-ცხოველსმყოფელი წყაროს დაუჯდომელი. შაბათი - მიცვალებულთა დაუჯდომელი. კვირა - იესო ტკბილოს დაუჯდომელი. II - კვირა: ორშაბათი - მთავარანგელოზთა დაუჯდომელი ან გალობა მფარველი ანგელოზისა. სამშაბათი - დიდუბის ღვთისმშობლის ხატის დაუჯდომელი.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!