“ეკლესიის წიაღში სიყვარული და მწუხარებაც კი, კარგად არის გააზრებული”

2016-04-19

ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“ პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით. ამჯერად, თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის მრევლს, ოთარ დანდურიშვილისა და ნინო გეჯაძის ოჯახს ვესტუმრეთ, ოთარი და ნინო რომლებმაც ეკლესიური ცხოვრება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, ერთმანეთი ტაძარში მსახურებისას გაიცნეს და თავიანთი ცხოვრება ერთმანეთს რამდენიმე წლის შემდეგ დაუკავშირეს.


ორივე წარმოშობით ქართლიდანაა, ოთარი- ახალქალაქიდან, ნინო- მეტეხიდან. ოთარს ბავშვობიდან, დაახლოებით 10 წლიდან ჰქონდა ეკლესიური კუთხე, თავიდან ყველაფერი პირჯვრის გადაწერით დაიწყო, დროთა განმავლობაში კი, დაინტერესდა თუ რა იყო მართლამდიდებლობა. ნინომ კი, 2001 წლიდან დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. თავიდანვე მოეწონა და მივხვდა, რომ ეკლესიაში მანამდეც უნდოდა და არ იცოდა ამის შესახებ.


როდის შექმენით ოჯახი?


ოთარი: “ერთმანეთი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში გავიცანით, როცა წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიაში ყოველდღიური პარაკლისები აღევლინებოდა, ორივე იქ ვმსახურობდით. ოჯახი ურთიერთობიდან მეექვსე წელს, 2013 წლის მაისში შევქმენით. გვყავს ერთი შვილი- მარიამი, წლისა და ხუთი თვის”.


განსაცდელები თუ გქონიათ?


ოთარი: ” ყველა ადამიანი ინდივიდია და განსაცდელის დაძლევის გზებიც ინდივიდულაურია, რომელიღაც კონკრეტული რჩევა შეიძლება ერთ ადამიანს დაეხმაროს და მეორეს ვერა. განსაცდელი ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ არ არსებობს მდგომარეობა, რომლიდანაც ვერ გამოვალთ. ნებისმიერ განსაცდელს უნდა ვუპოვოთ ფესვი და იქიდან დავიწყოთ გამოსწორება. განასაცდელის ჟამს, ჯერ საკუთარ თავთან უნდა დაიწყო ფიქრი, თუ რატომ შეგხვდა ესა თუ ის განსაცდელი, დაალაგო ყველაფერი და მერე აღიარო შენს მეორე ნახევართან. ადამიანმა საკუთარ თავთან უნდა აღიაროს დანაშაული. ადამიანები, რომელთაც აქვთ პრობლემები, არ აღიარებენ თავიანთ დანაშაულს, არ საუბრობენ ერთმანეთთან”.


რაზე უნდა იყოს დამყარებული ქრისტიანული ოჯახი?


ნინო: “სასურველია, მეორე ნახევარი ეკლესიური იყოს. ქრისტიანული ცხოვრებისაკენ სწრაფვა გეხმარება ურთიერთგაგებაში, როცა საერთო ინტერესები გვაქვს ცხოვრებაში. ბავშვის აღზრდაში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს “.


ოთარი: “ადამიანის ცხოვრების წესი უნდა იყოს ეკლესიური. ეკლესიის წიაღში სიყვარული და მწუხარებაც კი კარგად არის გააზრებული. ადამიანები, როგორი თავისუფალნიც არიან ოჯახის შექმნამდე, ისეთივე უნდა დარჩნენ ოჯახის შექმნის მერეც. არ უნდა დაირღვეს იერარქია, რომ ყოველთვის საკუთარ თავზე მაღლა ღმერთს ხედავდე. ოჯახისთვის აუცილებელია მაღალი ზნეობა. მეუღლე უნდა იყოს თავისუფალი და მისცე მას განვითარების უფლება, ეს ყველაფერი იმ ჩარჩოების ფარგლებში, რომელიც ეკლესიური აზროვნებით იმართება”.


რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომელთაც ოჯახის შექმნა სურთ?


ნინო:” თუ ადამიანს შინაგანი სურვილი არ აქვს, ეკლესიურ ცხოვრებას ვერ დააძალებ. როცა ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ბევრი რამ მარტივია. გარეგნულად ეს ყველაფერი რთული ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს სხვა გზებს გიხსნის, საკუთარი თავი დაინახო. ქრისტესთან ერთად უფრო ადვილია განსაცდელების დათმენა, სიხარულითაც უფრო მეტად გიხარია, სხვა ადამიანის გვერდით უფრო მეტად დგახარ”.


ოთარი: “ახალგაზრდა ადამიანი საკუთარ თავზე უნდა მუშაობდეს და ცდილობდეს საკუთარი თავის განვითარებას. ყოველ დღე პროგრესში უნდა იყოს. მეორე ნახევარიც ასეთი პროგრესული უნდა ეძებოს, რომელსაც თავისი ცხოვრების წესი ექნება. სწორედ, პროგრესულ ადამიანებს გამოსდით კარგი ოჯახი. ასეთი ადამიანები იწყებენ სწორის ძიებას, მერე ეკლესიაშიც მოდიან, იღებენ ქრისტიანულ აზროვნებას და უზავებენ ნასწავლს, გამოცდილებას და იქმნება იდეალური ოჯახები. ზნეობრივად სრულყოფილი, შრომისმოყვარე ადამიანი უნდა ეძებო “.

ანა ტყებუჩავა

თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

რა უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახის საფუძველი?

 

გაგაცნობთ მიხეილისა და ეკას ოჯახს. როგორ დაქორწინდნენ, როდის დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება და რას ურჩევენ ახალგაზრდებს? ამ და სხვა საინტერესო თემებზე ისინი თავად გვესაუბრნენ: ეკა მირუაშვილი (წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიის მაღაზიის გამგე): “ოჯახის შექმნა ძალიან მალე გადავწყვიტეთ. გაცნობიდან ზუსტად 2 თვეში გვქონდა ქორწილი. დაახლოებით ერთ თვეში უკვე ვიცოდით, რომ ცოლ-ქმარი უნდა გავმხდარიყავით.

“არასდროს არ უნდა ჩავარდე სასოწარკვეთილებაში”

 

“ჩვენთვის დიდი ტკივილია ჰერეთის დატოვება…” გაგაცნობთ ოთარ როსტიაშვილისა და ანა ტარტარაშვილის ოჯახს. როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როდის დაქორწინდნენ, როდის დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება? ამ და სხვა თემებზე "ამბიონი" ესაუბრა ანა ტარტარაშვილს.

“ეკლესიის წიაღში სიყვარული და მწუხარებაც კი, კარგად არის გააზრებული”

 

ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“ პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით. ამჯერად, თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის მრევლს, ოთარ დანდურიშვილისა და ნინო გეჯაძის ოჯახს ვესტუმრეთ, ოთარი და ნინო რომლებმაც ეკლესიური ცხოვრება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, ერთმანეთი ტაძარში მსახურებისას გაიცნეს და თავიანთი ცხოვრება ერთმანეთს რამდენიმე წლის შემდეგ დაუკავშირეს.

“ეკლესიური ცხოვრება ყველას გვჭირდება”

 

ინტერნეტჟურნალი "ამბიონი" პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა მამუკა-ანჟელა ეკლესიის მრევლის მამუკა გუბელაძისა და ანჟელა ნაყოფიას ოჯახს. “ამბიონი” ესაუბრა მამუკა გუბელაძეს: – ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან არის, მაშინ თბილისში ვსაწვლობდი. ერთხელაც ჩემს დასთან წავედი და სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!