თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

საშობაო ეპისტოლე (07.01.2017)

2017-01-11

ilia_meore_patriarqi1.jpg „იშვა ყრმა, მოგვეცა ძე… და სახელი მისი, – … ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა” (ეს. 9,5). ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოჲსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! დღეს ბეთლემი „ცათა მობაძავ იქმნა, ვარსკვლავთა წილ ანგელოზნი ჰქონან მაქებელად და სამყაროს ეფინება საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

საშობაო ეპისტოლე (07.01.2017)

news poster „იშვა ყრმა, მოგვეცა ძე… და სახელი მისი, – … ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა” (ეს. 9,5). ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოჲსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! დღეს ბეთლემი „ცათა მობაძავ იქმნა, ვარსკვლავთა წილ ანგელოზნი ჰქონან მაქებელად და სამყაროს ეფინება საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

news poster აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი!… რა მივულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ, ან ნანვითა ვთქვათ: “ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!”. წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილასვე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: “მოვედინ, დღეო სიხარულისაო!…” რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ილია II-ის ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი

news poster დედაო ღვთისა, გარდამოიხილე ჩვენზედა და გვაცხოვნე ჩვენ! ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, პატრონო ივერიისაო, ბრწყინვალე ვარსკვლავო ცისკრისაო, მზეო ქვეყანისაო, აღმატებულო ანგელოზთაო, შემწეო ყოველთა დავრდომილთა და შეჭირვებულთაო, მამისაგან უფლის დედად გამორჩეულო და მფარველო ორთავ სოფლისაო, მოწყალე თვალით გარდამოიხილე შენს წილხვედრ საქართველოსა ზედა და ურიცხვთა ცოდვათა ჩვენთა შენდობა შესთხოვე ყოვლადწმიდასა სამებასა, – მამასა, ძესა და სულსა წმიდასა. წყალობითა შენითა კვლავ აღგვადგინე:

მარხვის შესახებ

news poster გვესაუბრება დეკანოზი დავით დათუაშვილი (თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი): "თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მრევლის 30% მარხვაში გარკვეულ არასამარხვო პროდუქტის მიღებაზე ლოცვა-კურთხევას ითხოვს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ავადმყოფობა, ცუდად ყოფნა არასწორი ეკლესიური ცხოვრებისგან მომდინარეობს. ადამიანს, რომელიც არ დადის ეკლესიაში, არ ეზიარება, გულგრილად, ან საერთოდ არ კითხულობს ლოცვებს, მას ბოროტი ებრძვის.

რისთვისაა საჭირო მარხვა

news poster პირველი მცნება, რომელიც ღვთის მიერ კაცობრიობას მიეცა, სწორედ მარხვას მიემართება. მარხვა აუცილებელი იყო ჩვენთვის სამოთხეში, ცოდვით დაცემამდე, და მით უფრო აუცილებელია ახლა, სამოთხიდან განდევნის შემდეგ. ჩვენ უნდა ვიმარხულოთ, რათა აღვასრულოთ ღვთის მცნება. ბიბლიის მრავალ წიგნშია მითითებული მარხვის მნიშვნელობა, მაგალითად, წინასწარმეტყველ იოველის წიგნში ნათქვამია: „ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს;

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!