თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის სტიქაროსანი – ალექსანდრე კანდელაკი

 

news poster 9 წლის ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის სტიქაროსანია. უკვე 1 წელია რაც სტიქარით შეიმოსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს დიდი პასუხისმგებლობითა და გულმოდგინებით ასრულებს. ალექსანდრემ კარგად იცოდა და გაცნობიერებული ჰქონდა, როცა სტიქაროსანი გახდებოდა ის სხვებისთვის კარგი მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო. ჭკვიანი თვალებითა და დინჯად მოსაუბრე პატარა სტიქაროსანმა ჩემი ყურადღება მიიპყრო.

დაიცავი გული შენი

 

news poster თუ გული შენი, მთლიანად შეიძულა რა ცოდვა, ძალ-ღონეს იკრებს მოერიოს მას და ყველაფერს მოწყვეტილი, რაც კი შობს ცოდვას, თვალწინ გადაგიშლის საუკუნო მწუხარებას, იცოდე, რომ შემწე შენი შენთანაა და არაფრით შეურაცხყო იგი, არამედ მტირალმა მის წინაშე თქვი გულისყურით: შენმა მოწყალებამ მიხსნას, უფალო, ამისგან, თავად არ შემიძლია მტრის ხელიდან გათავისუფლება, თუ არ მექნა შენი შეწევნა! - და ის დაგიცავს ყოველი ბოროტისაგან.

დედა ღვთისა... როგორი იყო იგი?

 

news poster ჩვენამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერა შემორჩენილია წმიდა თეოფანესა და ნიკიფორეს თხზულებებში. აი, რას ამბობენ ისინი: ის იყო საშუალო სიმაღლის, სახე ჰქონდა ხორბლისფერი, თმა ღია ქერა, ოდნავ ოქროსფერში რომ გადადის, თვალები ნათელი, სუფთა, დაწმენდილი, გამოხედვა სწრაფი, გამჭოლი, წარბები ოდნავ დაშვებული, მუქი ფერისა, ცხვირი საშუალო, ბაგეები ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი, სახე არც მთლად მრგვალი, ხელის თითები მოგრძო.

რატომ წერია სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია?

 

news poster სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია მათესა და ლუკა მახარებლების მიერ არის აღწერილი. მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალოგიით იწყება: „წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (მთ. 1,1). ძველებრაულ ენაზე სიტყვა „ბენ“ (ქართ. - ძე) არა მარტო შვილს, არამედ ზოგადად, შთამომავალსაც გულისხმობს; ანუ ამ სიტყვით შესაძლებელია, მოვიხსენიოთ შვილიშვილიც, შვილთაშვილიც და ა. შ. და მეორე მუხლიდან იწყება იესო ქრისტეს წინაპართა სახელების ჩამონათვალი, - სულ 42 სახელი.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!