თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

საკვირაო ქადაგება (08.11.2015)

 

news poster თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ დავით დათუაშვილის ქადაგება. მამა დავითმა ქადაგებისას მსახურებაზე წაკითხული გლახაკი ლაზარეს იგავის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დეკანოზმა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის შესახებაც ისაუბრა, რომლის ხსენების დღესაც ეკლესია 8 ნოემბერს აღნიშნავს. იხილეთ ქადაგების ვიდეოვერსია ->

საკვირაო ქადაგება (04.10.2015)

 

news poster თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ დავით დათუაშვილის ქადაგება. მამა დავითმა ქადაგებისას სათნოების მნიშვნელობაზე, ჯვრის, როგორც ქრისტიანული სწავლების, მიტევების შესახებ ისაუბრა. დეკანოზმა მსახურებისას წაკითხული სახარება განმარტა. იხილეთ ქადაგების ვიდეოვერსია ->

თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის მშენებლობა

 

news poster 2005 წელს ეკლესიის მშენებლობისთვის პატარა მონაკვეთი შემოიღობა. უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მამა დავითმა აკურთხა ჯვარი და ეკლესიის საძირკველი. ჯვართან სისტემატიურად "დაუჯდომლები" და ლოცვები იკითხებოდა, აღევლინებოდა პარაკლისები. ეკლესიის საძირკველში ჩაიდო სპეციალური მეტალის კაფსულა, მამა დავითისა და მომავალი მრევლის სურვილებისა. ეს იყო ტექსტი ლოცვით, რომელსაც მამა დავითი და მრევლი აწერდა ხელს.

წმიდა მთავარანგელოზთა ეკლესია

 

news poster წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის აშენების იდეა 2000 წელს გაჩნდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამა დავითი ლომისის წმ. გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. გამომდინარე იქიდან, რომ იმჟამად გლდანში მხოლოდ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი იყო, ამ ტაძარში დღესასწაულებზე უამრავი ხალხი იყრიდა თავს, ყველას ეკლესიაში შესვლა და წირვაზე დასწრება უნდოდა. სწორედ ეს გახლდათ ახალი ტაძრის აშენების მიზეზი.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!