თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

დეკანოზი დავით დათუაშვილი იუბილარია

 

news poster თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით დათუაშვილი იუბილარია. მამა დავითს ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიძლიერეს და დასახული მიზნების განხორციელებას. იგი 1999 წელს სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხეს მღვდლად, 2009 წელს კი – დეკანოზად. თბილისის წმ.მთავარანგელოზთა მშენებარე ტაძარმა ფუნქციონირება 2011 წელს, 25 დეკემბერს დაიწყო.

შობის მარხვაში საკითხავი დაუჯდომლები

 

news poster თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის მრევლს - შობის მარხვაში საკითხავი დაუჯდომლები- დეკანოზ დავით დათუაშვილის კურთხევა. პირველ კვირა: ორშაბათი - მთავარანგელოზთა პარაკლისის ლოცვები. სამშაბათი - ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაუჯდომელი. ოთხშაბათი და პარასკევი - ღვთისმშობლის ადვოკატას ხატის დაუჯდომელი. ხუთშაბათი - მეფე მირიანის და ნანას პარაკლისის ლოცვები. შაბათი - 6000 გარეჯელთა ბერთა დაუჯდომელი. კვირა - იესო ტკბილის დაუჯდომელი.

მთავარანგელოზობა - 2017

 

news poster 21 ნოემბერს, თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძარში, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე ტაძრის მღვდელმსახურებმა ღამისთვის მსახურება აღავლინეს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა

 

news poster 21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. მთავარანგელოზობა ჩვენი ტაძრის დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენს ტაძარში 20 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება ღამისთევის ლოცვა, რომელსაც მოებმება წირვა კრება წმ. მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა- გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!