თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

შობის მარხვა

 

news poster 28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც საეკლესიო კალენდრის თანახმად ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება. ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. სანთელი შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. მარხვას ყოველი მორწმუნე საკუთარი ძალებისა და მონდომების შესაბამისად ინახავს.

თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის სტიქაროსანი – ალექსანდრე კანდელაკი

 

news poster 9 წლის ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის სტიქაროსანია. უკვე 1 წელია რაც სტიქარით შეიმოსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს დიდი პასუხისმგებლობითა და გულმოდგინებით ასრულებს. ალექსანდრემ კარგად იცოდა და გაცნობიერებული ჰქონდა, როცა სტიქაროსანი გახდებოდა ის სხვებისთვის კარგი მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო. ჭკვიანი თვალებითა და დინჯად მოსაუბრე პატარა სტიქაროსანმა ჩემი ყურადღება მიიპყრო.

დაიცავი გული შენი

 

news poster თუ გული შენი, მთლიანად შეიძულა რა ცოდვა, ძალ-ღონეს იკრებს მოერიოს მას და ყველაფერს მოწყვეტილი, რაც კი შობს ცოდვას, თვალწინ გადაგიშლის საუკუნო მწუხარებას, იცოდე, რომ შემწე შენი შენთანაა და არაფრით შეურაცხყო იგი, არამედ მტირალმა მის წინაშე თქვი გულისყურით: შენმა მოწყალებამ მიხსნას, უფალო, ამისგან, თავად არ შემიძლია მტრის ხელიდან გათავისუფლება, თუ არ მექნა შენი შეწევნა! - და ის დაგიცავს ყოველი ბოროტისაგან.

დედა ღვთისა... როგორი იყო იგი?

 

news poster ჩვენამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერა შემორჩენილია წმიდა თეოფანესა და ნიკიფორეს თხზულებებში. აი, რას ამბობენ ისინი: ის იყო საშუალო სიმაღლის, სახე ჰქონდა ხორბლისფერი, თმა ღია ქერა, ოდნავ ოქროსფერში რომ გადადის, თვალები ნათელი, სუფთა, დაწმენდილი, გამოხედვა სწრაფი, გამჭოლი, წარბები ოდნავ დაშვებული, მუქი ფერისა, ცხვირი საშუალო, ბაგეები ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი, სახე არც მთლად მრგვალი, ხელის თითები მოგრძო.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!