თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

დიდმარხვა

 

news poster წელს დიდმარხვა 14 მარტს დაიწყება და 1 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. „კარგია მარხვა. დიდი ფასი აქვს მარხვას, გარნა მაშინ, როდესაც იგი არის ნიშანი შინაგანისა მდგომარეობისა, მონანებისა, გლოვისა, მწუხარებისა; მომლოცველი ხოლო თუ მარხვა არის ერთი ოდენ საჭმლისა გამოცვლა, მაშინ მას არა აქვს ფასი,“ – წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე). მართლმადიდებელი მრევლი ლოცვითა და მარხვით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისთვის ემზადება.

ღირსი მამა გაბრიელი (ურგებაძე) - მათხოვრებზე

 

news poster პავლე მოციქული ბრძანებს: „შემთხვევით ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება თავიდან“. ე.ი. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მითუმეტეს უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის ნების გარეშე არ არსებობს მდიდარი და ღარიბი, ღატაკი და მათხოვარი. ყველაფერში ღვთის განგება და წყალობა უნდა დავინახოთ. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს მათხოვრები ღვთისაგან დაჩაგრულნი და განწურულნი არიან. ისინი ჩვენი ცხონების საკითხს ემსახურებიან და ხშირად ჩვენი განკითხვისა და სულის ცხონების მიზეზნიც არიან.

მოძღვრის მორჩილებასა და ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობაზე

 

news poster რამდენად მნიშვნელოვანია მოძღვრის მორჩილება და რა შემთხვევაშია აუცილებელი სასულიერო პირისგან ლოცვა-კურთხევის აღება? ამ თემაზე გვესაუბრება თბილისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი: ”სიტყვა მორჩილება რაიმესადმი დამორჩილებას ნიშნავს. მორჩილებისას ჩვენ ვემორჩილებით არა მოძღვარს, როგორც პიროვნებას, არამედ – უფალს. მორჩილება თავისთავად გულისხმობს, მამა დავით დათუაშვილი რომ ჩვენი სულით იმდენად ახლოს ვართ უფალთან, მზად ვართ ყველაფერი შევასრულოთ იმისათვის,

ქრისტეს შობის დღესასწაული

 

news poster 7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. შობა, ეს უდიდესი მოვლენაა, დღესასწაულთა დღესასწაული. იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!