თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ლოცვა სნეულთათვის

 

news poster შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღ ადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული,

ლოცვა, მუხლმოდრეკით სათქმელი წმიდა სამების მიმართ

 

news poster ჰოჲ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი; რომელსა ძლიერებით გიპყრიან ყოველნი კიდენი სამყაროსანი და განაგებ სიბრძნითა; რომლისა წინაშე ძრწიან ყოველი არსი და ქმნული, სტიქიონი და სულდგმული, მყოფნი ცათა შინა, ქუეყანასა ზედა ქუესკნელისანი; რომლისა ძლიერებისა თანა სიყვარული არს გამოუთქმელი, უფსკრულ-სიღრმე და განუსაზღვრელი;

სიყვარულისათვის - წმ. ეფრემ ასური

 

news poster "ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს.

საუფლო ლოცვა

 

news poster "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ."

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!