თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ცოტა რამ იესოს ლოცვის შესახებ

 

news poster "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" – აი, ესაა "იესოს ლოცვის" სიტყვები. შეიძლება უფრო მოკლედ ითქვას: "იესუ, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე" ან "უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე". მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სულ იესოს სახელს იმეორებდა. „იესოს ლოცვას“ გამუდმებით უნდა ამბობდეს მორწმუნე. ამგვარად თუ აღესრულება მოციქულის მოწოდება: „მოუკლებელად ილოცევდით“ (I თეს. 5, 17).

ეფრემ ასურის ლოცვა

 

news poster უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (სრულდება დიდი მეტანია, ანუ მუხლმოდრეკით თაყვანისცემა ღვთისა). ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (დიდი მეტანია).

ეკლესიაში სიარულის შესახებ - წმიდა იოანე ოქროპირი

 

news poster როდესაც თქვენს მცირერიცხოვნებას შევყურებ და ვხედავ, რომ ჩვენი სამწყსო ყოველი შეკრების შემდეგ სულ უფრო მცირდება, ერთდროულად ვწუხვარ და მიხარია. მიხარია თქვენს გამო, ვინც ახლა აქ ხართ; ვწუხვარ მათზედ, ვინც თქვენთან არ არის. ქების ღირსი ხართ, რადგან მიუხედავად სიმცირისა, არ გახდით გულგრილნი; ისინი კი განკიცხვას იმსახურებენ იმის გამო, რომ თქვენებრ მოშურნენი არ არიან. ამიტომაც გიწოდებთ ბედნიერებსა და ნეტარებს, რამეთუ მათმა უზრუნველობამ გავლენა არ მოახდინა თქვენზე:

საშობაო ეპისტოლე 2018 - ილია მეორე

 

news poster ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ! ,,ამიერიდან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღმერთის მიერ” (გალ.4,7).

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!