თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

სამრეკლოს ზარი

 

news poster თბილისის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მშენებარე სამრეკლოს გუმბათზე ზარი მოათავსეს, რაც განსაკუთრებული სიხარულის მომნიჭებელია ტაძრის მრევლის და ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით დათუაშვილისთვის, რომელიც უკვე წლებია თბილისის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მშენებლობას უდგას სათავეში. შეგახსენებთ, ტაძარი გლდანის V-VI მ/რ შორის არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის საძირკველი 2006 წელს იკურთხა.

აკაციის თაფლი

 

news poster თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის საეკლესიო მაღაზიაში მიღებულია აკაციის თაფლი. იგი ადრეული გაზაფხულის, ღია ფერის თაფლია. ფრუქტოზის მაღალი შემცველობის წყალობით აკაციის თაფლი ნელა კრისტალიზდება და წარმოქმნის რბილ წვრილკრისტალოვან თეთრი ფერის მასას. ფუტკრის თაფლებიდან აკაციის თაფლს გააჩნია ყველაზე დაბალი გლიკემიური ინდექსი, ამიტომ რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულებისთვის.

მრევლი ახალქალაქსა და მანგლისში

 

news poster თბილისი წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის მრევლმა ტაძრის მღვდელმსახურებთან- დეკანოზ დავით დათუაშვილთან და დეკანოზ გიორგი თიკანაშვილთან ერთად მანგლისის სიონი, ახალქალაქის მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესია და ტურინის სუდარის ასლი მოილოცეს.

წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის საიტი "3D ნამუშევრების გამოფენაზე"

 

news poster ჩვენი ტაძრის საიტი - www.archangels.ge წარდგენილია "3D ნამუშევრების გამოფენაზე." გამოფენა "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" გაიხსნა. საიტის ავტორი - თეონა ნოზაძე. www.archangels.ge - ეს გახლავთ თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის ოფიციალური ვებგვერდი ინტერნეტსივრცეში. გვერდის მიზანია, არა მხოლოდ ტაძრის მრევლის, არამედ ფართო მკითხველისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!