7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
შობა, ეს უდიდესი მოვლენაა, დღესასწაულთა დღესასწაული. იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა.
28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც საეკლესიო კალენდრის თანახმად ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.
ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. სანთელი შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. მარხვას ყოველი მორწმუნე საკუთარი ძალებისა და მონდომების შესაბამისად ინახავს.
9 წლის ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის სტიქაროსანია. უკვე 1 წელია რაც სტიქარით შეიმოსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს დიდი პასუხისმგებლობითა და გულმოდგინებით ასრულებს. ალექსანდრემ კარგად იცოდა და გაცნობიერებული ჰქონდა, როცა სტიქაროსანი გახდებოდა ის სხვებისთვის კარგი მაგალითის მიმცემი უნდა ყოფილიყო. ჭკვიანი თვალებითა და დინჯად მოსაუბრე პატარა სტიქაროსანმა ჩემი ყურადღება მიიპყრო.
თუ გული შენი, მთლიანად შეიძულა რა ცოდვა, ძალ-ღონეს იკრებს მოერიოს მას და ყველაფერს მოწყვეტილი, რაც კი შობს ცოდვას, თვალწინ გადაგიშლის საუკუნო მწუხარებას, იცოდე, რომ შემწე შენი შენთანაა და არაფრით შეურაცხყო იგი, არამედ მტირალმა მის წინაშე თქვი გულისყურით: შენმა მოწყალებამ მიხსნას, უფალო, ამისგან, თავად არ შემიძლია მტრის ხელიდან გათავისუფლება, თუ არ მექნა შენი შეწევნა! - და ის დაგიცავს ყოველი ბოროტისაგან.