თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

სამრეკლოს მშენებლობა

 

news poster თბილისის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიისთვის სამრეკლოს მშენებლობა მიმდინარეობს. ტაძარი გლდანის V-VI მ/რ შორის არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის საძირკველი 2006 წელს იკურთხა. პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო. წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარმა, როგორც მშენებარე ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო. 2011 წლის 25 დეკემბერს ტაძარში პირველი წირვა აღევლინა.

მახათას მთაზე წირვა აღევლინა

 

news poster 12 ნოემბერს, თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით დათუაშვილმა წირვა აღავლინა მახათას მთაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. წირვის დასრულების შემდეგ მამა დავითმა მრევლს ქადაგებით მიმართა და მსახურებისას წაკითხული სახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. იხილეთ ქადაგების ვიდეოვერსია

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი მთავარანგელოზთა ტაძარში

 

news poster თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძარში 12 ოქტომბერს, 16:00 საათზე ჩატარდება პარაკლისი წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელისა, რომლის დროსაც გამოაბრძანებენ დიდი მღვდელმთავრის, წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩს. წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმიფუნტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმიფუნტი, კვიპროსი). ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე.

თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის ოფიციალური ვებგვერდი

 

news poster www.archangels.ge - ეს გახლავთ თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის ოფიციალური ვებგვერდი ინტერნეტსივრცეში. გვერდის მიზანია, არა მხოლოდ ტაძრის მრევლის, არამედ ფართო მკითხველისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულ გვერდზე შემოგთავაზებთ სხვადასხვა ქრისტიანული თემატიკის მასალას. ხოლო, თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის მრევლისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაციები ტაძარში მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!