თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

თბილისის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის სტიქაროსანი – ბესო კობაიძე

 

news poster ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით, თუმცა ამჯერად გაგაცნობთ თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის სტიქაროსანს – 13 წლის ბესო კობაიძეს. ბესო მშობლებისთვის ერთადერთი და 3 წლის ნანატრი შვილია. მოგვიყევი შენზე… – დავიბადე 2004 წლის 7 იანვარს, თბილისში. მოვინათლე 19 იანვარს. ვარ დედისერთა, თუმცა მამიდაშვილებთან ერთად ვიზრდებოდი. დავდივარ მუხიანის 174-ე საჯარო სკოლაში. სკოლაში საუკეთესო მეგობრებიც მყავს, როცა კლასელები რამეს აშავებენ, ვეუბნები ხოლმე.

ეფრემ ასურის ლოცვა

 

news poster უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (სრულდება დიდი მეტანია, ანუ მუხლმოდრეკით თაყვანისცემა ღვთისა). ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (დიდი მეტანია). ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (დიდი მეტანია).

ილოცეთ, ბავშვებო!

 

news poster დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას. მამა პაისი ათონელი ბრძანებს: „ლოცვისას ხშირად ვხედავ, რომ მოდიან ჩემთან მწუხარე ყრმები და ღვთისაგან შეწევნას ითხოვენ. მათ ოჯახში რაღაც სადარდებელი გასჩენიათ, ამიტომაც დედები ლოცვად აყენებენ, რათა უფლისაგან შეწევნა გამოითხოვონ. ისინი იმავე „სიხშირეზე“ ირთვებიან და იქ ვხვდებით ერთმანეთს“. მაგრამ როგორ „გადავრთოთ“ ბავშვები ამ სიხშირეზე, როგორ შევაყვაროთ ლოცვა?

საშობაო ეპისტოლე (07.01.2017)

 

news poster „იშვა ყრმა, მოგვეცა ძე… და სახელი მისი, – … ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა” (ეს. 9,5). ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოჲსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! დღეს ბეთლემი „ცათა მობაძავ იქმნა, ვარსკვლავთა წილ ანგელოზნი ჰქონან მაქებელად და სამყაროს ეფინება საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!