თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის საიტი "3D ნამუშევრების გამოფენაზე"

 

news poster ჩვენი ტაძრის საიტი - www.archangels.ge წარდგენილია "3D ნამუშევრების გამოფენაზე." გამოფენა "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" გაიხსნა. საიტის ავტორი - თეონა ნოზაძე. www.archangels.ge - ეს გახლავთ თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის ოფიციალური ვებგვერდი ინტერნეტსივრცეში. გვერდის მიზანია, არა მხოლოდ ტაძრის მრევლის, არამედ ფართო მკითხველისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება.

დაგეგმილია მომლოცველობითი მსვლელობა ჯავახეთში

 

news poster თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრიდან 16 ივნისს დაგეგმილია სამხრეთ საქართველოში, კერძოდ ჯავახეთში მომლოცველობითი მსვლელობა. მოლოცვის პროგრამაში შედის: 1) ფოკაში წირვის ჩატარება დილის 08:00 საათზე (წირვაში მონაწილეობის მსურველები უნდა დაესწროთ ოთხშაბათს 15 ივნისს ლოცვას ჩვენს ტაძარში); 2) ახალქალაქში ტურინის სუდარის ზუსტი ასლის მოლოცვა. პარაკლისის ჩატარება 13:00 საათზე; 3) 14 00 საათიდან 15 საათამდე მსუბუქი ლანჩი; 4)მანგლისის ტაძრის მოლოცვა და ვახშამი ბუნებაში; დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 593 42 32 17 - ანასტასია.

სამრეკლოს მშენებლობა

 

news poster თბილისის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიისთვის სამრეკლოს მშენებლობა მიმდინარეობს. ტაძარი გლდანის V-VI მ/რ შორის არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის საძირკველი 2006 წელს იკურთხა. პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო. წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარმა, როგორც მშენებარე ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო. 2011 წლის 25 დეკემბერს ტაძარში პირველი წირვა აღევლინა.

მახათას მთაზე წირვა აღევლინა

 

news poster 12 ნოემბერს, თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით დათუაშვილმა წირვა აღავლინა მახათას მთაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. წირვის დასრულების შემდეგ მამა დავითმა მრევლს ქადაგებით მიმართა და მსახურებისას წაკითხული სახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. იხილეთ ქადაგების ვიდეოვერსია

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!