თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

დედა ღვთისა... როგორი იყო იგი?

 

news poster ჩვენამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერა შემორჩენილია წმიდა თეოფანესა და ნიკიფორეს თხზულებებში. აი, რას ამბობენ ისინი: ის იყო საშუალო სიმაღლის, სახე ჰქონდა ხორბლისფერი, თმა ღია ქერა, ოდნავ ოქროსფერში რომ გადადის, თვალები ნათელი, სუფთა, დაწმენდილი, გამოხედვა სწრაფი, გამჭოლი, წარბები ოდნავ დაშვებული, მუქი ფერისა, ცხვირი საშუალო, ბაგეები ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი, სახე არც მთლად მრგვალი, ხელის თითები მოგრძო.

რატომ წერია სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია?

 

news poster სახარებაში მაცხოვრის გენეალოგია მათესა და ლუკა მახარებლების მიერ არის აღწერილი. მათეს სახარება იესო ქრისტეს გენეალოგიით იწყება: „წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (მთ. 1,1). ძველებრაულ ენაზე სიტყვა „ბენ“ (ქართ. - ძე) არა მარტო შვილს, არამედ ზოგადად, შთამომავალსაც გულისხმობს; ანუ ამ სიტყვით შესაძლებელია, მოვიხსენიოთ შვილიშვილიც, შვილთაშვილიც და ა. შ. და მეორე მუხლიდან იწყება იესო ქრისტეს წინაპართა სახელების ჩამონათვალი, - სულ 42 სახელი.

მოწყალების შესახებ

 

news poster ჩვენ ყველას გვიხარია ჩვენთვის საყვარელი ადამიანის დაბადების დღე. და როცა ეს დღე ახლოვდება, ვიწყებთ ფიქრს, ზრუნვას, ღელვას, როგორ ვასიამოვნოთ მას. თუ ეს ოჯახის წევრია, გვინდა ჩვენი სახლი ამ დღეს განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურებოდეს, ასევე ჩვენ თვითონაც... ვამზადებთ სუფრას, ვპატიჟებთ იმ ადამიანებს, რომელიც მას გაუხარდება. ანდა თუ სხვასთან მივდივართ, ვარჩევთ საჩუქარს და ა.შ. მოკლედ, ჩვენ ვიწყებთ ფიქრს ამ ადამიანზე, და იმაზე, თუ რა უყვარს თვითონ მას.

სინდისი - წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

news poster სინდისი არის ადამიანის სულიერი გრძნობა - ფაქიზი, ნათელი, კეთილისა და ბოროტის გარჩევის შემძლე. ეს გრძნობა გონებაზე უკეთ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას. სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების. ხიბლში ჩავარდნილ გონებას, რომელსაც ცოდვისმოყვარე ნებაც ეხმარება, ყველაზე მეტხანს სინდისი იბრძვის. სინდისი ბუნებრივი კანონია (აბა დოროთე, მე-3 სწავლა). დაწერილი კანონის შემოღებამდე ადამიანს სინდისი ხელმძღვანელობდა. დაცემული კაცობრიობა თანდათან ითვისებდა ღმერთის, კეთილისა და ბოროტის შესახებ არასწორ წარმოდგენას.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!