თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძარში 12 ოქტომბერს, 16:00 საათზე ჩატარდება პარაკლისი წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელისა, რომლის დროსაც გამოაბრძანებენ დიდი მღვდელმთავრის, წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩს. წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმიფუნტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმიფუნტი, კვიპროსი). ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე.
www.archangels.ge - ეს გახლავთ თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის ოფიციალური ვებგვერდი ინტერნეტსივრცეში. გვერდის მიზანია, არა მხოლოდ ტაძრის მრევლის, არამედ ფართო მკითხველისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება.
აღნიშნულ გვერდზე შემოგთავაზებთ სხვადასხვა ქრისტიანული თემატიკის მასალას. ხოლო, თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის მრევლისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაციები ტაძარში მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით.
11 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II თბილისის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით დათუაშვილი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. დღესვე, პატრიარქმა დათუაშვილების გვარი დალოცა. დეკანოზი დავით დათუაშვილი 1999 წელს სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხეს მღვდლად, 2009 წელს კი – დეკანოზად.