თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ილია II-ის ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი

 

news poster დედაო ღვთისა, გარდამოიხილე ჩვენზედა და გვაცხოვნე ჩვენ! ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, პატრონო ივერიისაო, ბრწყინვალე ვარსკვლავო ცისკრისაო, მზეო ქვეყანისაო, აღმატებულო ანგელოზთაო, შემწეო ყოველთა დავრდომილთა და შეჭირვებულთაო, მამისაგან უფლის დედად გამორჩეულო და მფარველო ორთავ სოფლისაო, მოწყალე თვალით გარდამოიხილე შენს წილხვედრ საქართველოსა ზედა და ურიცხვთა ცოდვათა ჩვენთა შენდობა შესთხოვე ყოვლადწმიდასა სამებასა, – მამასა, ძესა და სულსა წმიდასა. წყალობითა შენითა კვლავ აღგვადგინე:

მარხვის შესახებ

 

news poster გვესაუბრება დეკანოზი დავით დათუაშვილი (თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი): "თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მრევლის 30% მარხვაში გარკვეულ არასამარხვო პროდუქტის მიღებაზე ლოცვა-კურთხევას ითხოვს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ავადმყოფობა, ცუდად ყოფნა არასწორი ეკლესიური ცხოვრებისგან მომდინარეობს. ადამიანს, რომელიც არ დადის ეკლესიაში, არ ეზიარება, გულგრილად, ან საერთოდ არ კითხულობს ლოცვებს, მას ბოროტი ებრძვის.

რისთვისაა საჭირო მარხვა

 

news poster პირველი მცნება, რომელიც ღვთის მიერ კაცობრიობას მიეცა, სწორედ მარხვას მიემართება. მარხვა აუცილებელი იყო ჩვენთვის სამოთხეში, ცოდვით დაცემამდე, და მით უფრო აუცილებელია ახლა, სამოთხიდან განდევნის შემდეგ. ჩვენ უნდა ვიმარხულოთ, რათა აღვასრულოთ ღვთის მცნება. ბიბლიის მრავალ წიგნშია მითითებული მარხვის მნიშვნელობა, მაგალითად, წინასწარმეტყველ იოველის წიგნში ნათქვამია: „ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს;

მთავარანგელოზობა

 

news poster 21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუა მთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, თბილისის და ა.შ. მთავარანგელოზობის დღესასწაულს უკვე რამდენიმე წელია

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!