თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ბავშვების ქრისტიანულად აღზრდის შესახებ

 

news poster დარწმუნებული ვარ, ბავშვების აღზრდა ყოველ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ესმის მათი და შეუძლია გადასცეს რწმენა - არა მხოლოდ გონისმიერი ცოდნა რელიგიურ თემების შესახებ, არამედ საკუთარი გულის სიმხურვალე და პირადი ხედვა ღვთისაკენ მიმავალი გზისა. ვფიქრობ, იდეალური შემთხვევაა, როდესაც ამით მშობლები არიან დაკავებულნი ან ის ადამიანები ეკლესიაში, რომელთაც ეს ხელეწიფებათ. არსებობს ოჯახები, რომელთა ბავშვებიც კარგად არიან მართლმადიდებლურად აღზრდილნი, მაგრამ ზოგადად მშობლებისთვის გაცილებით რთულია ბავშვის განსწავლა

ფსალმუნთა კითხვის წესი

 

news poster მლოცველი კითხვის დაწყების წინ ჯერ წაიკითხავს დასაწყის ლოცვებს: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა. მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.* წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

განსაცდელისათვის - წმიდა ბერი ალექსი (შუშანია)

 

news poster ოდეს მამამან ჩვენმან დაჰკარგა ნეტარება სამოთხისა, მაშინ ესმა წყევისა ხმა ღვთისაგან: „ჭირისა ოფლისა შენისათა ცხოვრობდეო და ქვეყანამან შენმან ეკალი და კუროს თავი აღმოგიცენოსო“. პირველად ორ აზროვანი ესე სიტყვა გავარჩიოთ ურთი-ერთისაგან, რამეთუ იტყვის: „ჭირისა ოფლისა შენისათა ცხოვრობდეო“, ესე იგი სჭამდე პურსა შენსა და შემდგომ დაუმატებს და ეტყვის: „ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდესო“.

სინანულისათვის - წმიდა ეფრემ ასური

 

news poster „უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე“, რადგან ვუწყი, სახიერო, შეუძლებელია არ წარვსდგე საშინელი და შესაძრწუნებელი სამსჯავროს წინაშე, როცა ცხადად განცხადდება ჩემი ცოდვები ანგელოზთა, მთავარანგელოზთა და ყოველთა დაბადებულთა წინაშე. ჰოი, მოწყალეო, ჩემი ცოდვები გარდამეტებულია და მოტევებისაგან შორს არის, რადგან უმეტეს განვარისხე შენი წმიდა სახელი, ყოველ ცოდვილზე უარესად აღვასრულე დღენი, მრავალი ტალანტის მქონეზე მეტად გავამრავლე ჩემი ცოდვები,

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!