თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ლოცვა ქრისტეს-მოყვარეთა ერთათვის

 

news poster შენ შეგივრდებით და გევედრებით მარადის ყოვლითა გულითა ჩვენითა, ღმერთსა და მამასა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა, რათა მოწყალითა თვალითა მოიხილო ერსა ამას შენსა ზედა და სამკვიდრებელსა შენსა, რათა მოწყალე იქმნე ჩვენ ზედა, და ქვეყანასა ზედა ჩვენსა, რომელიცა ოხერ-იქმნა ცოდვათა ჩვენთაგან და წარტყვენულ ვიქმენით, და მონა მბრძოლთა ჩვენთა. მეუფეო, სათნო იყავ, რათა პირველივე განთავისუფლება მოგვმადლო, ვითარცა ძველ ოდესმე იაკობ სახე მიიღო რა მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა.

ეკლესიის როლი დღევანდელ საქართველოში

 

news poster ეკლესია მისტიური სხეულია ქრისტესი. ცოცხალი ღმერთის საუფლოა სამყაროში. სვეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა, ამიტომაც ბუნებრივია, რომ მისი როლი განსაკუთრებულია ყველგან და მათ შორის საქართველოშიც. ეკლესიის დაარსება იყო ის უმთავრესი საქმე, რაც განკაცებულმა ღმერთმა ამქვეყნად აღასრულა. რამეთუ სწორედ ეკლესიის მიერ ხდება ადამიანის ზეცად აღყვანება, ანუ განღმრთობა; ყოველივე ამის გათვალისწინებით გასაგები ხდება თუ რა როლი აქვს ეკლესიას საერთოდ და კერძოდ, საქართველოში.

უკმაყოფილება ბედისადმი, ცხოვრებისადმი

 

news poster ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო! უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ხშირად გვესმის უკმაყოფილების გამომხატველი ხმები ცხოვრებისადმი, საკუთარი ბედისადმი. გასაკვირი ის არის, რომ უკმაყოფილებას და უმადურობას ბედისას გამოხატავენ არა მარტო ისინი, რომელნიც მატერიალურ სივიწროვესა და სხვა ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს განიცდიან, არამედ ისინიც, რომლებსაც კარგი მდგომარეობა უკავიათ საზოგადოებაში და თითქოს ყველა პირობა აქვთ ნორმალური, ბედნიერი ცხოვრებისათვის. ჩვენთან ხშირად მოდიან ადამიანები და გვიზიარებენ თავიანთ გულისტკივილს.

მარიამობის მარხვა

 

news poster ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის მარხვა 1(14) აგვისტოდან იწყება და 15(28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია,

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!