თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

გემოთმოყვარეობა - წმიდა ნილოს სინელი

 

news poster ნაყოფიერების დასაწყისი ყვავილია, ღვაწლმოსილი ცხოვრების დასაწყისი კი - თავშეკავება. მუცლის ამოყორვაზე თავის შეკავება ვნებებს ამცირებს, ხოლო ნაყროვანება ამრავლებს გემოთმოყვარე ვნებებს. საკვების სიჭარბემ ურჩობა დაბადა, სასატკბილობამ კი ადამიანი სამოთხიდან გამოდევნა. ძვირფასი საჭმელი სასას ატკბობს, მაგრამ ავხორცობის დაუძინებელ მატლსაც კვებავს. გადაუვსებელი მუცელი ლოცვაში სიფხიზლისათვის განაწყობს, გადავსებული კი - ღრმა ძილისაკენ მიიწრაფვის. თავშეკავებული კვებისას სიფხიზლე გონიერებაა,

წმიდა წერილი - განკითხვის შესახებ

 

news poster ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. მათე 7, 1-5

სააღდგომოდ - წმიდა იოანე ოქროპირი

 

news poster რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა.

სიტყვა ცხონებისა - წმიდა თეოფანე დაყუდებული

 

news poster გსურთ ისმინოთ სიტყვა ცხონებისა? თითქოს არც გაგიგიათ?! ვინ არ იცის სულის ცხონებას რა სჭირდება?! სხვა რამეშია საქმე! გულმოდგინება არა გაქვთ, რათა იშრომოთ ამისათვის. გინდათ, რომ მხარ-თეძოზე წამოწოლილი იწვეთ, ცხონება კი როგორღაც, თავისით მოვიდეს. ცოცხალი, უდრეკი, თავდაუზოგავი მოშურნეობით თუ შეუდგებით სულის ცხონების გზას, ავადაც რომ იყოთ - განიკურნებით. ცხონების საქმეც კეთილად წაგივათ.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!