თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

სიახლეები »

სამრეკლოს მშენებლობა

news poster

თბილისის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიისთვის სამრეკლოს მშენებლობა მიმდინარეობს.


ტაძარი გლდანის V-VI მ/რ შორის არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის საძირკველი 2006 წელს იკურთხა.


პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო. წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარმა, როგორც მშენებარე ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.


2011 წლის 25 დეკემბერს ტაძარში პირველი წირვა აღევლინა.


2015 წლის 6 თებერვალს კი თბილისის მთავარანგელოზთა ტაძარი იკურთხა. ტაძარში აგარ-წალკის ეპარქიის ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია მობრძანდა და აკურთხა ტაძარი.


ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი დავით დათუაშვილი.


დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!