თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

სიახლეები »

სამრეკლოს ზარი

news poster

თბილისის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მშენებარე სამრეკლოს გუმბათზე ზარი მოათავსეს, რაც განსაკუთრებული სიხარულის მომნიჭებელია ტაძრის მრევლის და ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით დათუაშვილისთვის, რომელიც უკვე წლებია თბილისის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მშენებლობას უდგას სათავეში.


შეგახსენებთ, ტაძარი გლდანის V-VI მ/რ შორის არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის საძირკველი 2006 წელს იკურთხა.


პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო. წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარმა, როგორც მშენებარე ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.


2011 წლის 25 დეკემბერს ტაძარში პირველი წირვა აღევლინა.


2015 წლის 6 თებერვალს კი თბილისის მთავარანგელოზთა ტაძარი იკურთხა. ტაძარში აგარ-წალკის ეპარქიის ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია მობრძანდა და აკურთხა ტაძარი.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!