თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ქრისტიანობა »

დაიცავი გული შენი

news poster

თუ გული შენი, მთლიანად შეიძულა რა ცოდვა, ძალ-ღონეს იკრებს მოერიოს მას და ყველაფერს მოწყვეტილი, რაც კი შობს ცოდვას, თვალწინ გადაგიშლის საუკუნო მწუხარებას, იცოდე, რომ შემწე შენი შენთანაა და არაფრით შეურაცხყო იგი, არამედ მტირალმა მის წინაშე თქვი გულისყურით: შენმა მოწყალებამ მიხსნას, უფალო, ამისგან, თავად არ შემიძლია მტრის ხელიდან გათავისუფლება, თუ არ მექნა შენი შეწევნა! - და ის დაგიცავს ყოველი ბოროტისაგან.


* ზოგჯერ ბოროტი, გარკვეული დროით, მზაკვრულად მიიმალება ხოლმე, რათა მისცეს კაცმა თავის გულს თავისუფლება, ფიქრობს რა, რომ უკვე გათავისუფლდა ბრძოლისაგან. თუ მართლა ასე მოხდა, მოულოდნელად თავს ესხმის საბრალო სულს და იპყრობს მას, როგორც უმწეო ჩიტს. და თუ ბოროტი სძლევს, იმორჩილებს მას და ამცირებს ყოველგვარი ცოდვებით, ადრინდელზე უბოროტესით, რომელთა შენდობაც მას ჰქონდა გამოთხოვილი. ამიტომ უნდა ვიყოთ უფლის გამუდმებულ შიშში და მკაცრად დავიცვათ გული, მოუკლებლად ვაკეთოთ ჩვენი საქმე და დავიცვათ სათნოებანი (გონება-გულის წყობა), რაც არის მტრის ბოროტების საძლევი.


* გევედრები, სანამ კიდევ ხორცში ხარ, ნუ მოადუნებ გულს, რამეთუ, როგორც მიწათმოქმედს არ შეუძლია იმედი ჰქონდეს მინდორში ამოსული თავთავისა, რადგან არ იცის, იქიდან რას მიიღებს, სანამ არ შეინახავს თავის ბეღელში, ასევე კაცს არ შეუძლია მოადუნოს გული, ვიდრე სუნთქავს და ღვთის სული უდგას ნესტოებში (იობ. 27.3). არ იცის მან, რომელი ვნებით გამოიცდება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ამიტომ არ უნდა მოადუნოს გული, სანამ შეუძლია სუნთქვა. მაგრამ მართებს შეღაღადოს უფალს მის შეწევნასა და წყალობაზე.


* როდესაც ვინმე ჩამოშორდება ამქვეყნიურ შფოთს, მაშინ ნამდვილად შეიცნობს ყველა იმ შეცდომას, რაც ჩადენილი აქვს უფლის წინაშე; რამეთუ ჩვეულებრივ ის ვერ ხედავს თავის ცოდვებს, თუ არ განეშორება მათ მწარე მოშორებით (ანუ გულის შემუსვრითა და ტკივილით). ამ ზომამდე მიღწეულები ტირიან, აძლიერებენ ლოცვებს, სირცხვილით იფარავენ თავს უფლის წინაშე, იხსენებენ თავის უსარგებლო მეგობრობას ვნებებთან. მაშ, ვიღვაწოთ, ძმანო, შეძლებისამებრ, და უფალი შეგვეწევა თავისი უდიდესი მოწყალებით. თუ გული ჩვენი ვერ შევინახეთ ისე, როგორც ჩვენმა მამებმა, ვიშრომოთ, რათა სხეული მაინც შევინახოთ უცოდველად, როგორც ამას ითხოვს ღმერთი და გვწამდეს, რომ გაჭირვებისას, ჩვენ რომ შეგვემთხვევა, როგორც თავის წმინდანზე, ჩვენზეც გაიღებს მოწყალებას.


* ყოველდღიურად გამოსცადე შენი თავი, ძმაო, და თვალი მიადევნე შენს გულს ღვთის წინაშე და რაც არის მასში ბოროტეული, მოიშორე, რათა საშინელი გადაწყვეტილება ცოდვის ჩადენისა არ შეგემთხვეს ვიდრე განიწმინდებოდა.


* გაფრთხილდი, რომ არაფერმა დამღუპველმა არ დაგაშოროს უფლის სიყვარულს; დაიცავი გული შენი და ნუ ნაღვლობ შემდეგი სიტყვებით: როგორ დავიცვა ის, ცოდვილმა? რამეთუ როდესაც კაცი მიატოვებს თავის ცოდვას და მიმართავს ღმერთს, მაშინ სინანული მას აღადგენს და ახალ ადამიანად აქცევს.


* ლოცვისას გულისთქმის წინამძღვარი უნდა მოვიშოროთ გულიდან ღვთისმოსაური წინააღმდეგობით, რათა არ შევიქნეთ - ბაგეებით უფლის მლოცველნი, ხოლო გულში არაწმიდების მატარებელნი. არ მიიღებს უფალი მდუმარებისგან ლოცვას, გაძარცულს გულისთქმათა და დაუდევრობისაგან და წმინდა წერილიც ყველგან გვამცნობს სულიერი გრძნობების დაცვას. თუ ბერის ნება დაემორჩილება საღვთო სჯულს და გონება ამ სჯულის მიხედვით დაიწყებს თავისი საცნობელის მართვას, - გულის-ხმის ყოფას, ყველა სულიერი გრნობებისას, განსაკუთრებით კი რისხვისას და ავხორცობისას, რამეთუ ამით ხდება გონების დამორჩილება, მაშინ სათნოება ღირსეულად შესრულებულია, სურვილი მიმართულია უფლისა და მისი ნებისკენ, ხოლო რისხვა ბოროტისა და ცოდვის წინააღმდეგ. რა არის კიდევ საჭირო? - საიდუმლო სწავლება.


* თუ ურცხვობა დაისადგურებს შენს გულში, როცა სენაკში ზიხარ, წინ აღუდექი ბოროტებას, რათა არ დაგიპყრას. გახსოვდეს ღმერთი - ის ისმენს შენსას და რომ მისთვის ყოველი შენი გულისნადები ცნობილია. უთხარი შენს გულს: თუ შენი მსგავსი ცოდვილი ადამიანებისა გეშინია, რათა მათ არ დაინახონ შენი ცოდვები, განა უფრო მეტად არ უნდა გეშინოდეს უფლისა, რომელიც ყოველივეს ხედავს? ამ რჩევა-დარიგებისგან გულში გაჩნდება უფლის შიში და თუ შენ გექნება იგი, მაშინ უმოქმედო იქნები ვნებისადმი (არ გაგიტაცებენ ისინი). როგორც წერია: უფალზე დანდობილნი ვითარცა მთა სიონისა - არ შეარყიოს, უკუნისამდე, რომელ დამკვიდრებულ არს იერუსალიმს (ფს. 124, 1) და ყოველ საქმეში, რომელსაც აკეთებ, გონებაში იქონიე, რომ უფალი ყველა შენს გულისთქმას ხედავს და აღარასოდეს არ შესცოდავ. დიდება მას უკუნისამდე, ამინ.


* გულის შემუსვრილების გარეშე შეუძლებელია ბიწიერებისგან გათავისუფლება. ხოლო გული სამგვარი თავშეკავებით შეიმუსრება - ძილისაგან, საკვებისა და ხორციელი განსვენებისაგან.


წმინდა ნილოს სინელი

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!