თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

სიახლეები »

მთავარანგელოზობა - 2017

news poster

21 ნოემბერს, თბილისის წმ.მთავარანგელოზთა ტაძარში, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე ტაძრის მღვდელმსახურებმა ღამისთვის მსახურება აღავლინეს.


მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.


ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა. დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს - ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე "დღესა მერვესა", როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!