თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ქრისტიანობა »

ეფრემ ასურის ლოცვა

news poster

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (სრულდება დიდი მეტანია, ანუ მუხლმოდრეკით თაყვანისცემა ღვთისა).


ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (დიდი მეტანია).


ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (დიდი მეტანია).


ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე (ითქმის სამ-გზის, თითო თქმაზე სრულდება თითო მცირე მეტანია, ანუ თავის დახრითა და წელში მოხრით თაყვანისცემა ღვთისა).


ბოლოს ლოცვას მთლიანად ვიტყვით თავიდან და დავასრულებთ დიდი მეტანიით.


დიდ მარხვაში ეფრემ ასურის ლოცვის კითხვის წესი


ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს, პარასკევ დილას.

შემდეგ კი - შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით.

(დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე)

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!