თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

სიახლეები »

დეკანოზ დავით დათუაშვილის მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვება

news poster 11 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II თბილისის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით დათუაშვილი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. დღესვე, პატრიარქმა დათუაშვილების გვარი დალოცა. დეკანოზი დავით დათუაშვილი 1999 წელს სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხეს მღვდლად, 2009 წელს კი – დეკანოზად.

მამა დავითის ხელმძღვანელობით გლდანში აიგო წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მცირე ერთნავიანი ბაზილიკა, რომლის წინამძღვარიცაა ამჟამად. მშენებარე ტაძარმა ფუნქციონირება 2011 წელს, 25 დეკემბერს დაიწყო.

დეკანოზი დავითი, ამავდროულად, გახლავთ ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” ხელმძღვანელი.

ვულოცავთ მამა დავითს დღევანდელ დღეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიძლიერეს და დასახული მიზნების განხორციელებას.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!