თბილისის წმიდათა
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

სიახლეები »

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი მთავარანგელოზთა ტაძარში

news poster

თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ტაძარში 12 ოქტომბერს, 16:00 საათზე ჩატარდება პარაკლისი წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელისა, რომლის დროსაც გამოაბრძანებენ დიდი მღვდელმთავრის, წმ.სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩს.


წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმიფუნტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმიფუნტი, კვიპროსი). ადრეული ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე. ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325 წ.) მონაწილე წმინდა მამა.

არიოზის მწვალებლობის მამხილებელი. მართლმადიდებელი ეკლესიის და დასავლეთევროპულ ეკლესიათა წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 დეკემბერი, ახალი სტილით - 25 დეკემბერი.

დაგვიმეგობრდი Facebook-ზე!